ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებლის, მარინე კვარაცხელიას ორგანიზატორობით რაიონული კონფერენცია გაიმართა
05-07-2021

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის, მარინე კვარაცხელიას ინიციატივითა და ორგანიზატორობით რაიონული კონფერენცია ჩატარდა.

2014 წლიდან წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მეშვიდე წელია ტარდება მასწავლებელთა რაიონული კონფერენციები. მესამედ კონფერენციის მხარდამჭერია სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციაც. კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი მარინე კვარაცხელია. პანდემიის გამო კონფერენცია მეორედ ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში. ტექნიკური ორგანიზატორი გახლავთ ხათუნა შედანია, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი.

მე-7 რაიონული კონფერენცია ჩატარდა 2021 წლის 16 ივნისს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 15 საუკეთესო მოხსენება. მომხსენებლები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სუვენირებით. კონფერენციას ესწრებოდნენ: ლირა ღურწკაია - წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, თამარ კაკაჩია - სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203