
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯაფარიძე 2020-2021 სასწავლო წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის დასაჩუქრდა.
მოსწავლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა განახლებული სანაპირო ზოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიგელი და საჩუქრი გადაეცა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა განახლებული სანაპირო ზოლის გახსნის ღონისძიებების ფარგლებში სტუმრებს უმასპინძლა. მათ შორის მუნიციპალიტეტის წარმატებულ მოსწავლეებს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წელს მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ფოტო: