წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარია ბერია და მათე მიქაძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში არიან
05-07-2021

24 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ წყალტუბოს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარია ბერია და მათე მიქაძე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდნენ.

„წარმატებებს გისურვებთ მომავალში.  ვულოცავთ მუხიანის სკოლის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მფლობელს მურთაზ ბაბუნაშვილს. 

მეორე ტურში ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ: მათე მიქაძე, მარია ბერია, ნინო ნიჟარაძე, მარი ობოლაძე, ანასტასია ლობჟანიძე, ზაურ ქოქოსაძე, ლუკა კოპალიანი.

წარმატებები ბავშვებო, თქვენით ვამაყობთ!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203