„იგი მისაბაძია ყველასათვის“ - გაიცანით, ლეღვას N1 სკოლის წარმატებული მოსწავლე გეგა ფუტკარაძე
05-07-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანონი მამულაიშვილი წარმატებულ მოსწავლეს - გეგა ფუტკარაძეს გვაცნობს. გეგა სკოლაში გამორჩეულია როგორც სიცელქით, ასევე სწავლითა და მეგობრობით.

„გეგა უკვე მესამე კლასის მოსწავლეა, როდესაც პირველ კლასში შემოვიდა, დედა ძალიან ნერვიულობდა ცელქიაო, იგი მართლაც ძალიან მოუსვენარია, ყველა გეგას ეძახის, მაგრამ ამ მოუსვენარმა ბიჭმა ყურადღება მიიქცია არამარტო ონავრობით, არამედ განსაკუთრებული ნიჭით, თითქოსდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭი ძლიან ჭკვიანია, მხიარული, პოზიტიური, კომუნიკაბელური, უყვართ თანაკლასელებს, კლასში ჯანსაღი კონკურენციის გარემოც შექმნეს. იგი მისაბაძია ყველასათვის. 

გეგა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კონკურსებში, აქვს უამრავი ჯილდოები, გეგას წარმატებებში ძალიან დიდი წვლილი აქვს ტუშა მასწავლებელს და მშობლებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ გეგას ნიჭს და შესაძლებლობებს მაქსიმალურად მისცენ გასაქანი. მადლობა მათ თანადგომისთვის. ვამაყობთ, რომ ეს პატარა ბიჭი ჩემი სკოლის მოსწავლეა. 

მინდა წარმატებები ვუსურვო გეგას რათა ბევრჯერ ასახელოს თავისი სკოლა და ოჯახი“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანონი მამულაიშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203