„სასწავლო წელი მარტივი არ ყოფილა, თუმცა, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი თვე მოგვიხდა დისტანციურად მუშაობა“-პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი
02-07-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა. 

სკოლის დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი სასწავლო წელს აჯამებს. 

„პატარა ირაგის საჯარო სკოლამ ეს სასწავლო წელი პანდემიიდან გამომდინარე კარგად დაასრულა..
2020-2021 სასწავლო წელი მარტივი არ ყოფილა, თუმცა, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი თვე მოგვიხდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ვიცავდით ყველა წესსა და რეგულაციას.

ამჟამად, გვყავს ოთხი აბიტურიენტი, ვუსურვებთ მათ წარმატებებს, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოლიდინს გაამართლებს ოთხივე.

დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში კიდევ უფრო ლაღად შევხვდებით ახალ სასწავლო წელს“,- აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203