„ყოჩაღ მეოთხეკლასელებო და ინეზა მასწავლებელო“ - ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა
02-07-2021

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეების ღონისძიება ჩატარდა. პირველმა მასწავლებელმა პატარებს სიურპრიზი მოუწყო და ოთხი წლის მანძილზე ერთად გადაღებული ფოტოებით ყველას გული აუჩუყა.

„კიდევ ერთი ლამაზი დღე სკოლის ცხოვრებაში - მეოთხე კლასელთა დამშვიდობება საყავარელ მასწავლებელთან.

შინაარსიანი, სახალისო, ღიმილითა და დაშორების სევდით გალამაზებული საღამო, სადაც ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, ცეკვა, სკეტჩი, სახალისო გამოცანები. საღამო დააგვირგვინა ინეზა მასწავლებლის მომზადებულმა, მართლაც ძალიან შთამბეჭდავმა სიურპრიზმა, ალბომებმა, ამ 4 წლის მანძილზე გადაღებული სურათებითურთ.

ყოჩაღ მეოთხე კლასელებო და ინეზა მასწავლებელო. მადლობა ამ დღისთვის.

წარმატება ბავშვებო, მრავალი ახალი აღსაზრდელი ქალბატონო ინეზა, მრავალჟამიერ, ასეთი შემართებით!“-წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203