სიქთარვის საჯარო სკოლაში პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
02-07-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა, რომელშიც პედაგოგები ჩაერთვნენ. თამაში მოაზროვნეების სასარგებლოდ 6:3  დამთავრდა. მასწავლებლები ბავშვებს საინტერესო კითხვებისთვის მადლობას უხდიან.

„ლამაზი, აზარტული და საინტერესო დღე გამოვიდა. მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის“ მასწავლებლები ათამაშეს: ნოდარ ბუცხრიკიძე (გუნდის კაპიტანი), ია კვატაია, ელისო სურამელი, ნინო გვენეტაძე, ხათუნა ფოცხვერაშვილი და ლია ვაშალომიძე. თამაშის წამყვანი გახლდათ ქრისტინა გიორგაძე-2020-2021 სასწავლო წლის საუკეთესო მოაზროვნის ტიტულის მფლობელი, ხოლო თამაშის სტუმარი-ზურა ბასილაია, რომელიც ამავდროულად ამ არაჩვეულებრივი ინიციატივის ავტორიცაა.

თამაშის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი მუმლაძე. თამაში მოაზროვნეების სასარგებლოდ 6:3  დამთავრდა.

მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს საინტერესო და მართლაც კომპეტენტური კითხვებისთვის. თქვენ და თქვენი მეგობრები ძალიან ეამაყებით სკოლას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203