„საიუბილეო წელი გვქონდა - ჩვენი სკოლა 85 წლის გახდა“ - სიმონ ჩაჩანიძე, მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორი
02-07-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორი, სიმონ ჩაჩანიძე etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„პანდემიის გამო, 2020-2021 სასწავლო, ზოგადად, გამოწვევა იყო როგორც ყველა სკოლისთვის, ისე ჩვენთვის და მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს კარგად გავართვით თავი. 

თუმცა, ამ ყველაფერის მიუხედავად, გვქონდა სიახლეებიც - სკოლის 85-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სკოლის შენობაში მოვაწყვეთ სველი წერტილები, აქამდე ისინი ეზოში იყო და სწორედ ამ ცვლილების შედეგად, შევძელით არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა. მოხარული ვარ, რომ სკოლა არ გადასულა დისტანციურ სწავლებაზე და მშვიდად გავიარეთ სასწავლო წელი.

გვახარებს ჩვენი მოსწავლეების წარმატებები, მით უმეტეს, რომ გვყავს ვერცხლის მედალის კანდიდატი ნოზაძე დიანა, 12-მა მოსწავლემ კი სასწავლო წელი წარჩინებით დაასრულა.

პედაგოგების წარმატებებს რაც შეეხება, წელს 3 პედაგოგი გახდა წამყვანი, გვყავს 18 უფროსი პედაგოგი, რომლებიც მუდმივად ერთვებიან ტრენინგებში, ეცნობიან სიახლეებს და ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე. მეც ვცდილობ, მქსიმალურად შევუწყო ხელი წისნვლასა და განვითრებაში“. 

სხვათა შორის, წლევანდელი წელი საიუბილეო იყო - ჩვენი სკოლა 85 წლის გახდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო პომპეზურად ერ აღვნიშნეთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203