ბობოყვათის საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
02-07-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა პროექტი -„ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“.
სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს ასეთ საინტერესო პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.
„მადლობა პროექტის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მოსწავლეებს მისცეს საშუალება ასეთ კარგი პროექტებით ესარგებლათ. მადლობა მასპინძელ სკოლას, ბობოყვათის საჯარო სკოლასა და ჩვენს ძალიან მაგარ მოსწავლეთა თვითმმართველობას, ბავშვებო აქ თქვენი ნამუშევრების ნაწილია წარმოდგენილი, რომლის პრეზენტაცია საუკეთესოდ გააკეთა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ბექა ბერიძემ, მადლობა და კიდევ ბევრჯერ მადლობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია