
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია სკოლაში სულ 3 მოსწავლე სწავლობს, ერთიმათგანი მე-7 კლასში გადავიდა, 2 მეორეკლასელია.
მათი მასწავლებელი გახლავთ ანასტასია ოქროპირიძე, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობს. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგი მოსწავლეებს 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ.