„მეამაყება, რომ გვყავს წარმატებული პედაგოგები“ - მაია ადამია, კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი
02-07-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის, კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ადამია  etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„ვერ გეტყვით, რომ 2020-2021 სასწავლო წელი არ იყო რთული - პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით იყო  სავსე, თუმცა ღირსეულად გავუმკლავდით ყველა წინააღმდეგობას, შევასრულეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა და სასურველ შედეგზეც გავედით.

მოგეხსენებათ, ჩვენ მხარეში იყო კოვიდაფეთქებები და ამის გამო, დისტანციურ რეჟიმში მოგვიწია სასწავლო პროცესის წარმართვა, თუმცა, როგორც დირექტორს, მეამაყება, რომ გვყავს წარმატებული პედაგოგები, წამყვანიც, უფროსებიც, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე.

მართალია, ჩვენი სკოლა დაწყებითია, ამის გამო აბიტურიენტები არ გვყავს, მე კი სრულად  საქართველოს აბიტურიენტებს და ასევე პედაგოგებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, ვუსურვებ წარმატებას“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203