მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებს.
„საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ბავშვთა დაცვის დღე ქსნის საჯარო სკოლაში. დღის განმავლობაში ჩატარდა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ჩატარდა, ვიქტორინა ბავშვთა კონვენციის შესახებ, მოიხატა ასფალტი, გაიმართა მხიარული სტარტები. ბოლოს კი მოსწავლეებმა ლამაზი კონცერტი წარმოგვიდგინეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.