
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა იზოლდა სულავამ მე-4 და მე-5 კლასებში ჩაატრა აქტივობა-შეჯიბრი - „ჩვენი სკოლის ლამაზი ეზო“, რაც ითვალისწინებდა ასფალტზე ხატვას ფერადი ცარცებით.
შეჯიბრში გამარჯვება მე-5 კლასმა მოიპოვა.
„ბავშვებმა დიდი სიყვარულით აირჩიეს დასახატი ხედები,გულდასმით მოეკიდნენ შესასრულებელ აქტივობას.დიდი სიამოვნება მიიღეს როგორც თვითონ,ასევე დამსწრე საზოგადოებამაც“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: