ლეძაძამეს საჯარო სკოლის ბეთლემის კორპუსის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
02-07-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

სენაკის მუნიციპალიტეტის, ლეძაძამეს საჯარო სკოლა, ისევე როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

ლეძაძამეს საჯარო სკოლის, ბეთლემის კორპუსში სასწავლო წლის დასრულება სინტერესო აქტივობით აღნიშნეს და მოსწავლეები სექტემბრამდე დაემშვიდობნენ უსაყვარლეს მასწავლებლებს. მშობლიური სკოლა კი მოუთმენლად დაელოდება 15 სექტემბერს, როდესაც მოსწავლეები, უკვე გაზრდილები, მაგრამ ისეთივე საყვარლები, კვლავ გადააბიჯებენ საკლასო ოთახის ზღრუბლს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203