„დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი, გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას“-ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექცია მადლობის წერილს ავრცელებს
02-07-2021

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა იმ პირს, რომელიც სასკოლო საქმიანობაში იყო ჩართული.

„დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას - ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და პედაგოგებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ რეგულაციებს. უდიდესი  მადლობა მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ავლენდნენ მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას და იცავდნენ ყველა წესსა და მოთხოვნას. მადლობა ყველას, ვინც რეგულარულად ახორციელებდა პედაგოგთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას, ორ კვირაში ერთხელ, ტესტის სახით, რაც, მართლაც, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა პირისპირ სწავლებისათვის. დიდი მადლობა რესურსცენტრის ყველა თანამშრომელს, რომლის თანადგომასა და დახმარებას სკოლა მუდამ გრძნობდა და გრძნობს.

მხიარული და ბედნიერი არდადეგები გვისურვებია ყველასთვის ჩვენო ძვირფასებო“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203