ვანის N2 საჯარო სკოლა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია
02-07-2021

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია. აღნიშნული ტურნირი „საერთაშორისო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით“ გაიმართა.

გუნდში ხუთი მოსწავლე იყო. აქედან სამი ბიჭი და ორი გოგონა. სკოლა გაწეული შრომისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჭადრაკის პედაგოგს.

„სასკოლო ტურნირი ჭადრაკში გამარჯვებული ჩვენი სკოლაა. ჭადრაკი გენიოსების თამაშია.
უდიდესი მადლობა ჩვენს პედაგოგს,ბატონ ავთოს,შეუფასებელი განძი ხართ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203