აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს
02-07-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიეს.

2020-2021 სასწავლო წლის ინგლისური ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისათვის კურსდამთავრებულები ქრისტინე მახატლიშვილი და იოსებ სულხანიშვილი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისინი რესპუბლიკის მასშტაბით 50 საუკეთესო მოსწავლეთა შორის მოხვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203