ალერტკარის საჯარო სკოლამ სასწავლო წლის ყველაზე აქტიურ მკითხველებს სიგელები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე და აღნიშნული მიზნით მოზარდებს არაერთ აქტივობას სთავაზობს.„ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა არ შემოიფარგლება მხოლოდ წიგნების გაცემით. აქ მოსწავლეები ერთად განიხილავენ წაკითხულ მასალას და მსჯელობენ სხვადასხვა თემაზე. სწავლობენ კონკრეტული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას, გავრცობას და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.
წარმოგიდგენთ 2020-2021 სასწავლო წლის ყველაზე აქტიურ მკითხველებს, რომლებსაც სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილის და ბიბლიოთეკარ აქსანა ლაგვილავას ინიციატივით გადაეცათ სპეციალური სიგელები", - აღნისნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ მოსწავლეთა სია:
- მეორე კლასი- ირაკლი ესებუა, ალექსი ესებუა .
- მესამე კლასი - ლიზი კალანდია.
- მეოთხე კლასი- ანდრია ქობალია,ლაშა ჯიჭონაია , ვანო ესებუა.
- მეხუთე კლასი- ბარბარე ლაგვილავა .
- მეშვიდე კლასი - თამარ როგავა.
- მერვე კლასი - სანდრო ავალიანი.