ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
მათ შორის მოსწავლეებმა იზეიმს ბავშვთა დაცვის დღე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისოდ და საინტერესოდ აღინიშნა. ფიზიკური აღზრდის პედაგოგების: ფაცია კოხოძისა და ავთანდილ ნარიაშვილის ინიციატივით გაიმართა სპორტული ღონისძიება. აქტივობის ფარგლებში საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო სპორტულ აქტივობაში ჩაერთვნენ.
ბოლოს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოხატეს და მათი სურვილები და ოცნებები ზედ დაიტანეს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია