
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა გიორგი ბრეგაძემ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ამ გამარჯვებით მან დაიმსახურა გრანტი წიგნისათვის - „საძიებო და საოლიმპიადო ამოცანები დაწყებით კლასებში (I-VI კლასები)“. აღნიშნულ წიგნის დაბეჭდვას რუსთაველის ფონდი უზრუნველყოფს, გრიფირების შემთხვევაში კი, სკოლებში შევა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო მათემატიკაში.
აღსანიშნავია, რომ თავად გიორგი ბრეგაძე ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
სკოლა მას ამ წარმატებას ულოცავს:
„ვულოცავთ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - ამბობენ სკოლაში.