ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის გამოფენა-მარათონი მოეწყო
02-07-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს შორის გამოფენა-მარათონი მოეწყო.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამოფენა-მარათონი ჩიბათის საჯარო სკოლის დერეფანში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ფაცო კოხოძე, ავთო ნარიაშვილი. მოსწავლეებისთვის აქტივობა სახალისო და საინტერესო იყო.