ახალსოფლის საჯარო სკოლაში, პედაგოგ თამარ სარიშვილის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა და გუნდური შეჯიბრება ჩატარდა
02-07-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 1 ივნისს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, თამარ სარიშვილის ხელმძღვანელობით ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა და გუნდური შეჯიბრება ჩატარდა.
ვიქტორინის მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება და კოვიდ რეგულაციების დაცვით გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო კაპიტანი და საუკეთესო მოთამაშე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია