გაუწყინარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა
01-07-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა. 15 ივნისს მოსწავლეებმა, პანდემიის უსაფრთხოების პირობების დაცვით, ღია სივრცეში საზეიმო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის იუმორისტული და გასართობი ნომრები, რამაც დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.