„გამოცდა 2011 წელს ჩავაბარე და სხვებსაც იმავეს ვურჩევ“ - ავთანდილ მახარაძე, ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი
01-07-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ხულო მუნიციპალიტეტის, ყიშლის საჯარო სკოლის დირექტორი, ავთანდილ მახარაძე etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„2020-2021 წელს დადებითად შევაფასებდი ყველაფრის მიუხედავად... მართალია, პანდემიამ,  ონლაინ-სწავლებამ გარკვეული სირთულეები შექმნა, თუმცა მოხარული ვარ, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდით; მშობელთა ჩართულობით, მათთან კომუნიკაციით, პედაგოგების თავდაუზოგავი შრომით დასახულ მიზანს მივაღწიეთ და 2020-2021 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში შედგა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებელთა გამოცდები ახლოვდება და გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს წარმატებებს ვუსურვებ; მიმაჩნია, რომ აუცილებელია კომპეტენციის დადასტურება. მე გამოცდა 2011 წელს ჩავაბარე და სხვებსაც იგივეს ვურჩევ“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203