კვათანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
02-07-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს და პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ.
ბავშვებმა საერთო ალბომისთვის სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სასწავლო წლის ბოლო დღე ემოციური იყო მეოთხეკლასელებისთვისაც და მათი პედაგოგისთვისაც. მასწავლებელმა აღზრდილებს სწავლის ახალ საფეხურზე წარმატებები უსურვა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია