გუმბათის, თრიალეთისა და კიზილქილისის საჯარო სკოლების გუნდებმა ფეხბურთის ტურნირში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
02-07-2021

9-11 ივნისს წალკის სპორტული სკოლის ორგანიზებით, წალკის ღია პირველობაზე, მინი-ფეხბურთის შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ტურნირში წალკის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ეს სკოლებია: გუმბათის, კიზილქილისას, ავრანლოს, საყდრიონის, თრიალეთის, ხარების, დაშბაშისა და ბეშთაშენის.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პირველი ადგილი - სოფელი გუმბათი;
  • მეორე ადგილი - სოფელი თრიალეთი;
  • მესამე ადგილი- სოფელი კიზილქილისა.

გამარჯვებული გუნდები ზვიად შენგელიამ, მაიზერ გვიჩიანმა და ჯაბა აბულაძემ დააჯილდოვეს.

„ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან დიდი წარმატებას ვუსურვებთ!“ - აღნიშნეს სკოლების წარმომადგენლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203