განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა საინტერესო პროექტი განახორციელა
01-07-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა წალკაში მდებარე ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით პროექტი განახორციელა.

კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ.

ასვე პროექტის მიმდინარეობისას დალაშქრეს წალკის სოფლები: ბერთა, აიაზმა, ნარდევანი, ავრალო, გუმბათი, ჯინისი, წინწყარო, ბეშთაშენი, ხანდო, სამება, თრიალეთი, კოხტა, ედიქილისა, ბურნაშეთი, დაშბაში, გადაიღეს ფოტოები, დაამზადეს კედლის გაზეთები და გამოფინეს სკოლაში.

მოსწავლეებმა პროექტის მიმდინარეობისას დაამზადეს ბროშურები და თემში გაავრცელეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203