„ვუსურვებდი როგორც ჩემს, ასევე ყველა აბიტურიენტს, წარმატებით ჩაებარებინოთ გამოცდები“ - კუკური ნაცვლიშვილი, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
01-07-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი დასრულებულ სასწავლო წელს აჯამებს. მისი შეფასებით, წელი ნაყოფიერი და საინტერესო იყო, კურსდამთავრებულთა შორის ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატია, სამი კი - აბიტურიენტი. დირექტორი ყველა აბიტურიენტს გამოცდაზე წარმატებას უსურვებს.

 „2020 2021 წლის მთავარი გამოწვევა იყო პანდემია, თუმცა ჩვენ დისტანციურზე გადასვლა არ დაგვჭირდა, საკლასო ოთახებში ვახერხებდით სწავლას. გარდა ზოგადი უქმეებისა. ასევე წარმატებით გავართვით თავი.

სკოლის აქტივობები ძალიან მოკრძალებული და რეგულაციების დაცვით ტარდებოდა, რა თქმა უნდა, გვქონდა საკლასო აქტივობები დედაენის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისთან დაკავშირებით, 9 აპრილთან დაკავშირებით, ასევე საფეხურების მიხედვით გავაცილეთ მოსწავლეები, გვქონდა ბოლო ზარი.

გვყავს ვერცხლის მედალის კანდიდატი მოსწავლე ანანო ხარაიშვილი.

სულ 6-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან 3 აბიტურიენტია, მოგეხსენებათ დაიწყო უკვე ეროვნული გამოცდები, ვუსურვებდი როგორც ჩემს, ასევე ყველა აბიტურიენტს, წარმატებით ჩაებარებინოთ გამოცდები და ღირსეულად ესწავლოთ და არა იმის გამო, რომ მხოლოდ უნივერსიტეტში ჩააბარეს“, - აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203