
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელის კურტლარის საჯარო სკოლაში პროგრამის - „მომავლის თაობა“ მცირე გრანტით შექმნილ ქართულ ბიბლიოთეკას წიგნები შეემატა.
სკოლას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ეწვია და საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის 50 ქართული წიგნი გადასცა.
გარდა ამისა, კომპანია „ნეოგაზმა“ სკოლა ლეპტოპით დაასაჩუქრა და მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
კურტლარის საჯარო სკოლაში სწავლის ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
იხილეთ ვიდეო: