ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს
01-07-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა 1 ივნისთან დაკავშირებით პოსტერები დახატეს.

სკოლაში ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და განიხილეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებები მთელ მსოფლიოში დაცული იყოს. ასევე, ბავშვებს კიდევ ერთხელ გააცნეს თავიანთი უფლებები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში 1 ივნისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203