თბილისის N178 სკოლის მასწავლებელი ლია ბურდული სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა
01-07-2021

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მე-4 კლასი წარმატებით დაამთავრეს. 

მეოთხეკლასელებს პირველი მასწავლებელი ლია ბურდული ემოციური წერილით დაემშვიდობა. 

„ოთხი წელი, ეს ოთხი წელი
გულკუშტიც,  წრფელიც,
ადვილიც ძნელიც....
 ყველაზე რთულად აღსაქმელი წუთები. უყურებ და ხვდები, რომ სულ მალე გაგიფრინდებიან. სიხარულის განცდა და ამავდროულად, განშორების მოლოდინი...
ბევრი ემოცია იყო ამ ხნის განმავლობაში, ბევრი  საფერებელი სიტყვა და ცოტაოდენი ,,გაბრაზებანარევიც''.
ბედნიერი ვარ რომ წილად მხვდა თქვენთან ურთიერთობის ოთხი წელი.
ამ  ურთიერთობის ყოველი წუთი, ყოველი წამი მნიშვნელოვნად საინტერესო იყო ჩემთვის. თქვენ თქვენი კვალი დატოვეთ ჩემს გულში, კვალი უხილავი, მაგრამ ნათელი.
დაგილოცავთ  ცხოვრების გზას ჩემო მარგალიტებო. გონიერება, კაცთმოყვარეობა და სათნოება ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. მკაფიო და წრფელი გზით გევლოთ სამშობლოს საკეთილდღეოდ! 
მე დღეს ცოტა ,,დაცლილი'' , სინანულით ავსებული, მაგრამ ამავდროულად ბედნიერი და ამაყი ვარ“, - წერს დამრიგებელი ლია ბურდული.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203