
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ დაამთავრა.
კურსდამთავრებულები არიან მარიამ მამალაძე და თეონა დუმბაძე. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი გადის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რაც სკოლისთვის სასიხარულო ფაქტია.
მთელი სკოლა და დირექტორი დავით მიქელაძე ულოცავს და მთელი ცხოვრების განმავლობაში უამრავ წარმატებას უსურვებს.