ლისის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
01-07-2021

შმაგი გოგშელიძის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის საჯარო სკოლას მე-12 კლასელები დაემშვიდობნენ.

კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ, რათა მათთვის პედაგოგებსა და თანასკოლელებს სამახსოვრო წარწერების გაკეთება შეძლებოდათ. მათ ფოტოები გადაიღეს კლასის ხელმძღვანელთან და მასწავლებლებთან. ნამდვილად ემოციურად დატვირთული იყო სკოლაში გატარებული ბოლო დღე. 

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა უკვე ყოფილ მოსწავლეებს წარმეტებები უსურვეს, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ასვე, ზოგადად, ცხოვრებაშიც.

   იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203