დიდგორის საჯარო სკოლის დირექტორი კარლო სუბელიანი კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
01-07-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ბოლო ზარი დაირეკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, დიდგორის საჯარო სკოლაში, რომელსაც სამი კურსდამთავრებული ჰყავს: ცირა წიკლაური,გიორგი გურჩიანი, თევდორე ზაქაიძე.

დიდგორის საჯარო სკოლის დირეექტორი, კარლო სუბელიანი კი სურვებს მათ, ეროვნულ გამოცდებზე უმღლესი ქულბი აიღონ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203