დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ინგლისურენოვან პროექტში მონაწილეობდნენ
01-07-2021

ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ eTwinning-ის პროექტში: Where is my place in the digital world?

პროექტი  2021 წლის 23-იანვრიდან 20-ივნისამდე ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

მასში ჩართული იყო პოლონეთის, თურქეთისა და საქართველოს 17 სკოლის 19 მასწავლებელი და 117 მოსწავლე.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში:
ციფრული წიგნიერების და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
კიბერ უსაფრთხოების შესახებ ცოდნა (მოსწავლეები, მშობლები);
ტექნოლოგიის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარება;
დემოკრატიული კომპეტენციის განვითარება;

პროექტი მოიცავდა საკმაოდ საინტერესო აქტივობებს. კერძოდ:
მოსწავლეების მიერ ავატარების დამზადება;
პროექტის ლოგოს კონკურსი;

ციფრული მოქალაქეობის შესახებ სწავლება:
ა) ბავშვთა უფლებები ონლაინ სამყაროში;
ბ) პირადი მონაცემების უსაფრთხოება;
გ) ინტერნეტი და მისი დადებითი მხარეები;
დ) გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის გაცნობა მსოფლიოს ბავშვების მდგომარეობის შესახებ;
ე) კიბერბულინგის ფენომენი და მისი პრევენციის / აღმოფხვრის გზები.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა jigsawplanet.com–ზე თავსატეხი შექმენს და პარტნიორ თანატოლებს გაუგზავნეს;
პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია მასწავლებელთა თანამშრომლობით მომზადდა.მშობლებთან შეხვედრა კი ამ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. შეხვედრის თემები იყო:

  1. ბავშვთა უფლებები ონლაინ სამყაროში;
  2. ძირითადი ონლაინ საფრთხეები;
  3. ძალადობრივ თამაშები

აღნიშნული პროექტის მოსწავლეებმა დაწერეს ესსეც: „სად არის ჩემი ადგილი ციფრულ სამყაროში?“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203