ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი მოაწყვეს
01-07-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა პერფორმანსი მოაწყვეს.

ღონისძიებაში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თიკა სარჯველაძის სადამრიგებლო კლასში არიან.
“ჩვენი სამშობლო საოცრად  ლამაზია, მას  დღეს როგორც  არასდროს, ისე სჭირდება ჩვენი ერთობა და მხარდაჭერა“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ლექსი. 

რა ძნელია რუსთაველო,
მეტეხო და დიღმის ველო
მოდიოდე და ჰფიქრობდე 
ეს არ არის საქართველო! 
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ  ,კი არა 
გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად!
მიწას, ცასაც, მინდორ-ველებს მთლიანად
საქართველოს მოთმინების ფიალას!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203