თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.ინტელექტ-ჩემპიონატში სკოლის 32 მოსწავლე მონაწილეობდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებმა - ეკატერინე დავითაიამ, იანიკი თურმანიძემ,ანრი ბელთაძემ,ლუკა თოდრიამ,მარიამი ბეგრაკიანიამ ,ლიზა ოქროპირიძემ, ,ანა ნოღაიდელმა, საბა ცინცაძემ, სალომე გუჯაბიძემ, ანა ცხომელიძემ, ზოია ბეგრაკიანმა, ქრისტინა კენჭაძემ, მარიამი კაციაშვილმა, ელენე მჟავანაძემ, ანრი ზოიძემ, ელენე სურმანიძემ და ნინი გალოგრემ სიგელები მოიპოვეს, ეკატერინე დავითაიამ, ლიზა ოქროპირიძემ,თათია ვერულიძემ,ნია ხახუტაიშვილმა, ნინი ცეცხლაძემ, ანა ფუტკარაძემ, დავით ვერულიძემ, ნინო ნოღაიდელმა, საბა ცინცაძემ, ნუკა ოქროპირიძემ, ნატა სურმანიძემ, სალომე გუჯაბიძემ, ნია ბაჯელიძემ, ამელი მჟავანაძემ, მარიამ ზანდარაძემ, მათე თოდრიამ, ელენე ჯიჯავაძემ, ელენე დოლიძემ და თინათინ ნემსაძემ კი კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელი დაიმსახურა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ანა ფუტკარაძე გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ქობულეთელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 8 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 84 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 11 ივნისს „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქობულეთელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: