შრომის საჯარო სკოლის მეოთხელკასელებმა 2017 წელი კოსტიუმირებული ზეიმით გააცილეს
10-01-2018
შრომის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებამ განსაკუთრებულად მხიარულად ჩაიარა. სადღესასწაულო განწყობა თოვლის ბაბუის ფორმებში გამოწყობილმა მეოთხეკლასელებმა გამოჩენისთანავე შემოიტანეს.
ღონისძიებას მოსწავლეების მშობლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოზარდებმა მხიარული ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას ახალი წლის დადგომა მიულოცეს.
დასასრულს ბავშვებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს