
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის V კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ბელა ლაღაძემ შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მშობლები. თემა იყო იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“.
საგაკვეთილო პროცესში გაიმართა ზეპირი პრეზენტაციები და როლური თამაში.
„წარმატებებს ვუსურვებ ბელა მასწავლებელს და ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები