ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ტრადიციულად, ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილ შეჯიბრებებს შეუერთდნენ
01-07-2021

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლაში, 23 ივნისს, ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიზმის დღე აღნიშნეს.

აქტივობაში ყოველწლიურად ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა გუნდები ერთვებიან.

გაიმართა ტურნირები ფრენბურთსა და ჭადრაკში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ფრენბურთის ტურნირი:

I ადგილი - ვანის N1 საჯარო სკოლა

II ადგილი - ვანის N2 საჯარო სკოლა

III ადგილი - ისრითის საჯარო სკოლა

ჭადრაკის ტურნირი:

I ადგილი - ვანის N2 საჯარო სკოლა

II ადგილი - საპრასიის საჯარო სკოლა

III ადგილი - ვანის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, რომელიც ტურნირში 2 გუნდით მონაწილეობდა.

კულტურის სამსახურმა გამარჯვებულისთვის დააწესა თასები და მედლები.

„იმერეთის რეგიონალურმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადასცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რევაზ რობაქიძეს. შეჯიბრების დასაწყისში ტურნირის მთავარმა მწვრთნელმა ბატონმა ავთო ძიგვაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა საპრასიის საჯარო სკოლის აქტიური ჩართულობა მუნიციპალურ ტურნირებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით საპრასიის საჯარო სკოლას, სპორტის უფროს მასწავლებელს ედვარდ ხურციძეს და მოსწავლეთა მშობლებს“, - წერია ვანის N2 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203