2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
მესტიის მუნიციპალიტეტის, წვირმის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
„ჩვენს სკოლას მიშგოვ ლარდას / Mishgov Larda წარმომადგენლები ესტუმრნენ; ამ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში სამივე საპრიზო ადგილი ჩვენმა მოსწავლეებმა აიღეს. შედგა დაჯილდოების ცერემონიალი, დაანონსებული საჩუქრების გარდა (ფულადი ჯილდო, სერტიფიკატები, ჟურნალ National Geographic -ის 12 ნომერი) მოსწავლეებს გადაეცათ „ბიბლუსისგან“ წიგნები, ინგლისურენოვანი კომიქსები, და ერთ-ერთი ჟიურის სპეციალური საჩუქრები (წიგნები, რუკა), რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით ყველა მათგანს.აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ჩვენც დავდეთ პირობა, რომ აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტში. დღემ ამაღელვებლად ჩაიარა. ჩამოსული სტუმრები აღაფრთოვანა სოფლის სილამაზემ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: