ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
01-07-2021

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე პროექტში „მომავალ მეწარმეთა სკოლა“ აქტიურად ჩაერთო. ესენი არიან: მარიამ ნუცუბიძე (X კლასი), ნინი კუბლაშვილი (X კლასი), რატი გრძელიშვილი (X კლასი) და გიორგი ქავთარაძე (IX კლასი).

„მომავალ მეწარმეთა სკოლის“ მონაწილეებს სასწავლო მასალა და სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების განვითარება და სრულყოფა. 

მოსწავლეებმა სიამოვნებით მოისმინეს თემები: 

• ბიზნეს პროექტი და მისი მნიშვნელობა, ძირითადი ეკონომიკური პრინციპები. 
• სამეწარმეო რესურსები და ურთიერთობა მომხმარებელთან.
• გადასახადები და რეგულაციები. 
• სამეწარმეო სფეროები და ქართული ბიზნეს-სექტორის სტატისტიკა. 
• მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო - იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა.

სასწავლო მოდული 14-საათიან სწავლებას გულისხმობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: 
• ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო;
• სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო;
• ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, გერმანია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203