საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის გაკვეთილი ჩარდახის საჯარო სკოლაში
01-07-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

სკოლაში ტარდებოდა მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები.

მათ შორის VIII კლასში ინგლისური ენის გაკვეთილი შექსპირს მიეძღვნა. გაკვეთილი საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და ინგლისელი დრამატურგისა და პოეტს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203