ჯოლევის საჯარო სკოლიდან მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს
01-07-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს მე-9 კლასის ორი მოსწავლე - დიანა გოგუა და რომეო კუპრავა. 

სკოლა საბაზოა, შესაბამისად მოსწავლეები სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და ახალ საფეხურზე გზა დაულოცეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203