„მე მჯერა თქვენი და თქვენი შესაძლებლობის“ - ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
01-07-2021

რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექციამ კურსდამთავრებულები თბილი სიტყვებითა და სიყვარულით გააცილა სკოლიდან. დირექციამ, პედაგოგებთან ერთად, გზა დაულოცა აღზრდილებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

„ჩემო ერთგულნო და საიმედო მეგობრებო. ჩვენი სკოლის სახელით, წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ წინა საგამოცდოდ: უფლის წყალობა, ლოცვა და კურთხევა ნუ მოგკლებოდეთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი ყველგან და ყოველთვის.  ყველანი უკლებლივ ყოფილიყავით ბედნიერების და იმ ოცნებების ასრულების ღირსი, რასაც ნატრობდით და ჩაუთქვით 2020-2021 სასწავლო წელს.  ხვალიდან სულ სხვა პასუხისმგებლობები და მოვალეობები გეკისრებათ და ეს გზა ღირსეულად გადაგელახოთ. მე მჯერა თქვენი და თქვენი შესაძლებლობის“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203