ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ფერადი და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
01-07-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში პატარებისთვის ორიგინალური ღონისძიება გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელმა ეკატერინე ჭანტურიძემ სოფელში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის პატარები სკოლაში მიიწვია, მათთვის საინტერესო აქტივობები მოაწყო, გამართა სანახობა და ფოტოსესია.

„სკოლის მოსწავლეებმა ფერადი ბუშტებით მორთეს ეზო, პატარებმა ნახეს თოჯინების თეატრის წარმოდგენა, თოჯინების თეატრს შეუერთდა ახალი წევრები ბაია და სალამურა, რომელიც ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შექმნა, მონაწილეობა მიიღეს მხიარულ თამაშებში, მოეწყო ასფალტზე ხატვა, საჩუქრად მიიღეს ტკბილეული და მოხატული მაისურები, რომელიც ხელოვნების მასწავლებელმა ნანი კვარაცხელიამ საკუთარი ხელით შექმნა.

დღის ბოლოს პაწაწინა სტუმრები ძალიან გაღიმებულები და კმაყოფილები იყვნენ.

რადგანაც სკოლას არ ჰყავდა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, სკოლის დასრულება და ბავშვთა დაცვის დღის ღონისძიება 15 ივნისს გაიმართა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203