
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილილის Xა კლასში გეოგრაფიის ღია გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს.
პრეზენტაციებში ამ ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური, კუტურული და სოციალური ასპექტები მიმოიხილეს. ასევე განიხილეს კორონავირუსის გავლენა მოცემული სახელმწიფოების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.
გაკვეთილს მასწავლებელი და დამრიგებელი მაკა ბარათაშვილი უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები