
თბილისის N208 საჯარო სკოლაში ემოციურად დატვირთული იყო მე-42 კლასელებისთვის მეოთხე კლასის ბოლო სასწავლო დღე. ისინი პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
„მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლის კედლებში შემოსვლის პირველი ემოციები, მოლოდინები, კურიოზები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლას ულოცავს კლასის დამრიგებელი:
„წარმატებები ამ ლამაზ თბილ ჭკვიან და საყვარელ ბავშვებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: