ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს - სკოლა მოსწავლეებით ამაყობს
01-07-2021

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაამთავრა. წარმატებით დაძლიეს 2020-2012 სასწავლო წელი მე-8 კლასის მოსწავლეებმა. 

მე-8 კლასში 26 მოსწავლე ირიცხება, ოცდაექვსივემ დაძლია სასწავლო წელი და მე-9  კლასში გადავიდა. მათგან სრული ათოსანი ხუთი მოსწავლეა -  ლუკა დოლიძე, ანა მეგრელაძე, მარი მეფარიშვილი, ლუკა მორგოშია და ნინი ჩხარტიშვილი. ერთი ცხრა ჰყავს გიორგი აროიანს.

სკოლა მოსწავლეებს 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს:

“თქვენ უკვე მე-9 კლასელები ხართ, წინ ცხელი ზაფხული და საინტერესო , ემოციებით დატვირთული  სასწავლო წელი გელოდებათ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203