თბილისის N120 საჯარო სკოლის დირექტორმა საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტებს საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა
01-07-2021

თბილისის N120 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები საგანმანთლებლო პროექტის ფინალისტები არიან.

სკოლის დირექტორის მ/შ მზია ვახტანგიშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტის - "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა",  ფინალისტებს, XI კლასის მოსწავლეებს ნატა ჩხეიძეს, ნინო ცუცქირიძესა და თამთა დათუნაშვილს სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეების ხელმძღვანელები იყვნენ ისტორიის პედაგოგები ნონა ხეცურიანი და ინგა ჯინჭარაძე.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ დიდ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203